პარასკევი, 17.05.2024, 09:52
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
სტუდენტური პროექტები [9]
რადიო [0]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ბლოგი

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 17 » ფერადი მუსიკა
12:00
ფერადი მუსიკა
ფერადი მუსიკა
(Light Music)
 
 მუსიკასა და სინათლის ფერებს შორის კავშირი ხელოვნების სფეროა და ჩვენ მას არ შევეხებით. ჩვენ განვიხილოთ მარტივი ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც მუსიკის ტაქტში აციმციმებს სხვადასხვა ფერის შუქდიოდებს. დამალ სიხშირეებზე უპირატესად ინთება წითელი ფერი, საშუალო სიხშირეებზე - ყვითელი ხოლო მაღალ სიხშირეებზე, - მწვანე.
 
 
ჩვენი სქემის თავისებურებაა ის, რომ ბგერის წყაროს შნურებით კი არ უერთდება, არამედ ბგერას აღიქვამს მიკროფონის საშუალებით. მიკროფონზე კვების მუდმივი ძაბვა მიეწოდება R1 და R2 - რეზისტორების საშუალებით. C1 კონდენსატორი ფილტრავს (ასუფთაცებს) კვების ძაბვას. მიკროფონიდან გამოსული ცვლადი სიგნალი, რომლის ამპლიტუდა არ აღემატება 10 მილივოლტს, C2 კონდენსატორით მიეწოდება პირველ გამაძლიერებელს (წინასწარ გამაძლიერებელს), რომელიც აწყობილია A1.1 ოპერაციულ გამაძლიერებელზე (LM358 მიკროსქემის პირველი ნახევარი) გაძლიერების კოეფიციენტი განისაზღვრება R6 და R5 რეზისტორების წინაღობათა შეფარდებით (100k/1k=100). ამრიგად პირველ ეტაპზე სიგნალი ძლიერდება 1000 მილივოლტამდე. ეს ძაბვა არ არის საკმარისი შუქდიოდების ასანთებად. ამიტომ გამოიყენება გაძლიერების მეორე კასკადი, რომელიც აწყობილია A1.2 ოპერაციულ გამაძლიერებელზე (LM358-ის მეორე ნახევარი).. გაძლიერების კოეფიციენტი დამოკიდებულია R11 და R10 რეზისტორების წინაღობების შეფარდებაზე (100k/10k=10), გამომავალი ძაბვა 10 ვოლტამდე.
 
ტრანზისტორი VT1, დიოდები VD1, VD2 რეზისტორები R8, R9 და კონდენსატორი C6 შეადგენენ გაძლიერების ავტომატური რეგულირების წრედს. პირველი კასკადიდან მეორეში სიგნალი მიეწოდება ძაბვის დამყოფის საშუალებით. ძაბვის დამყოფი შედგება R7 რეზისტორისა და VT1 ტრანზისტორის კოლექტორ-ემიტერის წინაღობისაგან. სიჩუმის შემთხვევაში VT1 ტრანზისტორი ჩაკეტილია - მის კოლექტორსა და ემიტერს შორის წინაღობა თითქმის უსასრულოდ დიდია და ის სიგნალის გავლაზე გავლენას არ ახდენს. თუ A1.2 დან გამომავალი სიგნალის ამპლიტუდა აჭარბებს 0,5 ვოლტს, გაიხსნება დიოდები VD1 და VD2 გამართული ძაბვა გაიფილტრება კონდენსატორით C6 და R9 რეზისტორის გავლით მიეწოდება VT1 -ს ბაზაში. თუ ამ ძაბვამ გადააჭარბა 0,5 ვოლტს ტრანზისტორი VT1 დაიწყებს გახსნას და მისი კოლექტორ-ემიტერის წინაღობა მკვეთრად კლებას. ეს კი გამოიწვევს მეორე კასკადზე მიწოდებული სიგნალის შესაბამისად შემცირებას.
 
 A1.2 დან გამოსული სიგნალი იყოფა სამად. პირველი გადის დაბალსიხშირულ ფილტრს R12, C9. მეორე - მაღალსიხშირულ ფილტრს R16, C12, მესამე კი საშუალი სიხშირის ფილტრს R14, C10, C11. ფილტრებიდან გამოსული სიგნალები მიეწოდება დენის გამაძლიერებლებს ტრანზისტორებზე VT2 - წითელი, VT3 - ყვითელი და VT4 - მწვანე. ამ ტრანზისტორების კოლექტორის წრედებში მიმდევრობით ჩართულია სამ-ამი შესაბანისი ფერის შუქდიოდი.
 

კატეგორია: სტუდენტური პროექტები | ნანახია: 968 | დაამატა: Abe | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: