პარასკევი, 17.05.2024, 06:33
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
სტუდენტური პროექტები [9]
რადიო [0]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ბლოგი

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 4 » წითელი თუ მწვანე?
21:06
წითელი თუ მწვანე?
სათამაშო „წითელი თუ მწვანე"
 
 
თამაში წააგავს „რულეტკა"-ს. გვაქვს ორი შუქდიოდი. ერთი წითელი, მეორე - მწვანე. თავიდან ორივე შუქდიოდი სწრაფად ციმციმებს. ჩაიფიქრეთ ფერი (წითელი ან მწვანე). დააჭირეთ ღილაკს. ერთი ფერი მთლიანად ჩაქრება, მეორე კი გაბრწყინდება. გამოიცანით?

ამ სათამაშოს ძირითადი ელემენტია მულტივიბრატორი, რომელიც იძლევა მიხლოებით 100 ჰც სიხშირის მართკუთხა იმპულსებს. მულრივიბრატორის ერთ მხარში ჩართულია წითელი შუქდიოდი, მეორე მხარში კი - მწვანე. ღილაკზე დაჭერისის გენერაცია წყდება და მულტივიბრატორის ერთ მხარეს დაფიქსირდება ლოგიკური 0, ხოლო მეორე მხარეს - ლოგიკური 1 (რაც იყო ბოლო მომენტში). ანთებული აღმოჩნდება ის შუქდიოდი, რომელიც მიერთებულია ლოგიკური 1 -ის მხარეს. რადგან ღილაკზე დაჭერის მომენტი შემთხვევითია, ამიტომ ანთებული აღმოჩნდება ან წითელი ან მწვანე - შემთხვევით.
 
მულტივიბრატორი შედგენილია DD1.1 და DD1.2 ლოგიკური ელემენტებისგან. მისი სიხშირე განისაზღვრება R1 რეზისტორისა და C1 კონდენსატორის ნომინალებით. DD1.3 და DD1.4 ელემენტები ასრულებენ ბუფერის (შემათამხმებლის) როლს. ლოგიკური ელემენტიდან გამომავალი დენის სიდიდე არ არის საკმარისი შუქდიოდის ასანთებად. ამიტომ, ტრანზისტორები VT1 და VT2 აძლიერებენ დენს.
 
დეტალები: К176ЛА7 - Л561ЛА7 ან CD4011
                КТ315 – 2N2222
                რეზისტორები და კონდენსატორები ნებისმიერი.
 
PCB
 

კატეგორია: სტუდენტური პროექტები | ნანახია: 797 | დაამატა: Abe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: